ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი მოაწყვეს
27-12-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ამაღლებული საახალწლო განწყობაა - მასწავლებელ ლელა სილაკაძის სადამრიგებლო - V კლასის მოსწავლეებმა 25 დეკემბერს, სასკოლო საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

საზეიმოდ გამოწყობილმა მეხუთეკლასელებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი შეასრულეს, იცეკვეს, იმღერეს და იხალისეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი უნარებითა და ცოდნით სასკოლო საზოგადოება სასიამოვნოდ გააოცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203