ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლიზი ბოჭორიშვილმა კუნგ-ფუს შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა
27-12-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებას მოსწავლეები სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

ახლახან პედაგოგ შორენა ბუიღლიშვილის სადამრიგებლო - VI კლასის მოსწავლემ, ლიზი ბოჭორიშვილმა წარმატებით იასპარეზა ტყიბულში გამართულ გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ „იმერეთის პირველობაზე კუნგ-ფუ-ში“. 

მან შეჯიბრებაზე, გოგონათა შორის, კუნგ-ფუს ორ სახეობაში პირველი ადგილი მოიპოვა. მოსწავლე შესაბამისი ხარისხის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მისი მწვრთნელი ოლეგ ფანჩულიძე გახლავთ.

„ვულოცავთ, სკოლის სახელით, ლიზის ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203