
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორის არიან 2022-2023 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები, რომლებსაც საზეიმო ვითარებაში ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
სკოლაში, მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მათ წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: