წარმოგიდგენთ ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვან საახალწლო აქტივობებს
27-12-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლაში, წინასაახალწლო სამზადისია, რომელშიც მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.

მოსწავლეებმა ასევე საკლასო და სასკოლო გარემო ლამაზად, საახალწლო დეკორაციებით მორთეს. ბავშვების ამაღლებულმა განწყობამ მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა.

მოსწავლეებმა ასევე იმღერეს, იცეკვეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე სკოლაში ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

ისილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203