ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი შთამბეჭდავი და ჯადოსნური საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ, როგორც ბავშვები ისე მოსწავლეები.
ღონისძიება ემოციებით სავსე იყო, გაჯერებული მრავალფეროვანი ნომრებით, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სახალისო შეჯიბრიც ჩატარდა, სადაც მონაწილეობას მასწავლებლებიც იღებდნენ.
ღონისძიების დასასრულს დღესასწაული გმირი - თოვლის ბაბუა გამოჩნდა, რომელმაც სიმბოლური საჩუქრებით დაასაჩუქრა ბავშვები.
იხილეთ ფოტოები: