დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე შთამბეჭდავი ნახატები შექმნეს
27-12-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, სკოლაში ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი ხელოვნების გაკვეთილი იყო. მე-11 კლასელების მოსწავლეებმა - ნიკა ჭანტურიამ, დავით კვარაცხელიამ და ლიზი თოდუამ პროექტული სამუშაოს ფარგლებში საინტერესო, ულამაზესი ნახატები შექმნეს.

ნახატებში წარმოჩენილია მოსწავლეთა ხედვა, რამაც სასკოლო საზოგადოება აღაფრთოვანა.

გაკვეთილს მასწავლებელი ქეთევან ჩიქვანაია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203