
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია, ჯადოსნური სამყაროს მთავარი შემოქმედები კი, მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეები და კრეატიული პედაგოგები გახლავთ.
სკოლაში პირველი სემესტრი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს.
ზღაპრული პერსონაჟების როლებში, ელფების ფორმებში და დღესასწაულის გმირის, თოვლის ბაბუს სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ნამდვილი ზეიმი გამართეს, ახალი წლისთვის ჩვეული ჯადოსნურობითა და ზღაპრულობით.
ღონისძიება, ემოციების გარეშე, სასკოლო საზოგადოების არც ერთი წევრი დატოვა.
იხილეთ ფოტოები: