„თუთა“ და ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი კვირეული ჩხაკოურას საჯარო სკოლაში
27-12-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საგნის კათედრის წევრთა თანამშრომლობითა და ორგანიზებით, ჩატარდა ანა კალანდაძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული.

კვირეულის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა.

მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით შეიქმნა ანა კალანდაძის რამდენიმე ლექსის ილუსტრაცია, ასევე მოსწავლეებმა, ლექსები რიცხვების სახით წარმოადგინეს, რომელიც შემდეგ წიგნად აიკინძა.

წიგნის სახელწოდება კი - „თუთა“, გახლდათ. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდნენ: მარიამ ვაჩეიშვილი და ნათელა ირემაძე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203