
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო შეხვედრები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში, ინგლისური ენის მასწავლებელმა - შუშანიკ ეზეკიანმა, ინგლისურ ენაზე განახორციელა პროექტი თემაზე - „ბულინგი“.
პროექტის მიზანი ბულინგის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება იყო.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ბულინგის შესახებ თუ რას წარმოადგენს ბულინგი, რატომ უნდა ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ შევამციროთ ბულინგის შემთხვევები და რა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ადამიანზე მან.
ბავშვები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი პროექტში.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: