„ბარბარე ჯორჯაძე - ქალთა უფლებების დამცველი“- მატნის N1 საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა პროექტის პრეზენტაცია რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმში მოაწყვეს
27-12-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებითაა გაჯერებული, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებენ. 

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, რაფიელ ერისთავის სახლმუზეუმში, ბარბარე ჯორჯაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოაწყვეს პროექტის პრეზენტაცია. 

პროექტის სახელწოდება - „ბარბარე ჯორჯაძე - ქალთა უფლებების დამცველი“, გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი ნელი ტერტერაშვილია. 

მოსწავლეებისთვის ეს დღე კიდევ ერთი დაუვიწყარი, შემეცნებითი და შემოქმედებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ვოდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203