„ახალი წლის შემობრძანება“ ვანთის საჯარო სკოლაში
27-12-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში ახალი წლის შემობრძანებას მოუთმენლად ელიან, მანამდე კი, ზღაპრული და ჯადოსნური გარემოს შემოქმედები, ნიჭიერი მოსწავლეები და კრეატიული პედაგოგები გახლავთ. 

სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს საშობაო ღონისძიება, სახელწოდებით - „ახალი წლის შემობრძანება“.

აღსანიშნავია, რომ ზეიმში ჩართულნი იყვნენ სსსმ მოსწავლეებიც, ღონისძიებას კი, კლასის დამრიგებლები: ევა ხოხობაშვილი, ვერიკო კირვალიძე, ია ჯავახიშვილი და ჟანა ვახტანგიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

ღონისძიება ემოციებით სავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა, რითიც სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი შთამბეჭდავი მოგონება ჩაიწერა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203