არის თუ არა სავალდებულო პირველი სემესტრის ბოლოს განმავითარებელი შეფასების გაკეთება - ამ კითხვით არაერთმა პედაგოგმა მოგვმართა, ამიტომაც გთავაზობთ განმარტებას.
თუ სასკოლო სასწავლო გეგმაში გაწერილი გაქვს სემესტრული განმავითარებელი შეფასება, მაშინ სავალდებულოა. თუ არა, არაა სავალდებულო.
აღსანიშნავია, რომ საგნებზე, რომლებიც ფასდება სემესტრული განმავითარებელი შეფასებით, სემესტრის ბოლოს მასწავლებელი შეძლებს კომენტარის სახით შეფასების დაფიქსირებას.
ასეთ საგნებზე სემესტრულ შეფასებაში გამოჩნდება სემესტრული განმავითარებელი შეფასების სვეტი.
პლუს ღილაკზე დაჭერით გამოვა ტექსტური ველი, სადაც მასწავლებელი შეიყვანს მოსწავლის შეფასებას.