გომანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ლამაზი საახალწლო ღონისძიება ჩაატარეს
27-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები როგორც მოსწავლეთა განათლებაზე, ასევე მათ მოტივირებასა და დადებით განწყობაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა თუ პროექტი ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, იქ საახალწლო ზეიმი გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც პირველი კლასის მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, იცეკვეს და იმღერეს.

სანახაობამ გულგრილი არავინ დატოვა და მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

იხილეთ ვიდეო:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...