
ნინოწმონდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრვალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული, წინასაახალწლო პერიოდი კი, განსაკუთრებით დატვირთულია დაუვიწყარი მომენტებით.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა, თავიანთი დამრიგებელის არეკნაზ დარბინიანის ხელმძღვანელობით, თეატრალური წარმოდგენა დადგეს.
მოსწავლეებმა სპექტაკლი - „ქრისტეს შობა“, გაითამაშეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებითა და სამსახიობო ოსტატოებით მოიხიბლა, პატარა მსახიობებმა კი, მხურვალე ტაში დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: