გომანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
27-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, ჯადოსნური საახალწლო ღონისძიება მე-5 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა. მეხუთეკლასელებმა იხალისეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და მინი სპექტაკლები გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ მათ ღონისძიება მრავალფეროვანი ნომრებით გაამდიდრეს და საზოგადოებას დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203