
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო - დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით ჩაერთო.
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა პატარებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე მინი სპექტაკლები წარადგინეს.
ღონისძიებამ ნაყოფიერად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობას ბუშტებითა და შესაბამისი დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ვიდეო: