
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. სასკოლო გარემო მოსწავლე-მასწავლებლებმა ლამაზად, საახალწლო დეკორაციებით მორთეს.
აღსანიშნავია სკოლის მე-6 ბ კლასის მოსწავლეთა ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც მასწავლებელი მარიამ მკოიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე, დიდი სიყვარულითა და მონდომებით წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს ცეკვები და სიმღერები.
მათ ასევე იგავ-არაკების (რომელსაც სასწავლო შინაარსი ჰქონდა) მიხედვით, გაითამაშეს სცენები, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეთა, ასევე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიბები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: