ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის საზოგადოება ზღაპრულ და ჯადოსნურ დღესასწაულს - ახალ წელს, მოუთმენლად ელის, თუმცა მანამდე დაუვიწყარ გარემოს სასკოლო სივრცეში აწყობს.
საზეიმოდ მორთულ სკოლაში, მრავალფეროვნად გაფორმებული ნაძვის ხის ფონზე, შემოქმედებითმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოებას საახალწლო განწყობა აუმაღლეს.
მოსწავლეების შემოქმედებითმა შესაძლებლობებმა, მრავალფეროვანმა ნომრებმა და პოზიტივმა, აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებისთვის საახალწლო ზეიმი კიდევ ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა, რომელსაც სკოლის ისტორია შეინახავს.
იხილეთ ფოტოები: