
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო ინიციატივებში, იღებენ ახალ გამოცდილებას და უნარებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.
22 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს რეგიონის ვიზუალური პროგრამირების ოლიმპიადის - HOUR OF CODE 2024 ფინალურ რაუნდს, სადაც მონაწილეობას იღებდა 267 მოსწავლე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლიდან.
მონაწილეებს შორი იყვნენ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 კლასებიდან.
აღნიშნული კლასების მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით, ხოლო სკოლის პადაგოგს ლია გიგოლაშვილ-ტატალაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ოლიმპიადას, გადაეცა სერთიფიკატი და ოქროს მედალი გაწეული შრომისათვის.
იხილეთ ფოტოები: