
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შოლავერის დაწყებით სკოლაში, წინასაახალწლო ჟრიამულია.
აღსანიშნავია, რომ 26 დეკემბერს, სკოლაში, ღონისძიება სახელწოდებით - „საახალწლო ზღაპარი“ ჩატარდა. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, განასახიერეს სხვადასხვა პერსონაჟი და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
კლასის ხელმძღვანელები: ელზა კაკოშვილი და ნანა მჭედლიშვილი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: