
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური ღონისძიება - „ყველაზე ჭკვიანი 2024“ ჩატარდა. მასში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული ღონისძიება საკმაოდ საინტერესო, მხიარული და აზარტული იყო. გამოვლინდა გამარჯვებულიც, „ყველაზე ჭკვიანი 2024“ მე-10 კლასის მოსწავლე ანა შავაძე გახდა. მეორე ადგილი - თამუნა შავაძემ, ხოლო, მესამე ადგილი თიკა შავაძემ დაიკავა.
გამარჯვებული მოსწავლეები, სკოლის დირექტორმა - იოსებ შავაძემ, სიგელებითა და სუვენირებით დააჯილდოვა.
სასკოლო ღონისძიებაში ყველა საგნის მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული, სწორედ მათ შეიმუშავეს კითხვები. ღონისძიება მუსიკალურად მე-5, მე-6 და მე- 7 კლასების მოსწავლეებმა, მუსიკის მასწავლებლის - ოთარ მელაძის ხელმძღვანელობით გააფორმეს.
„ვულოცავთ ბავშვებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალშიც. ყველას დიდი მადლობა, მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც, მონაწილეობისთვის, აქტიური მუშაობისა და ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: