განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგმა - მზია ყურშუბაძემ სასკოლო გარემო მრავალფეროვანი ნამუშევრებით გაალამაზა
27-12-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ერთ-ერთი მათგანი ხელოვნების მასწავლებელი მზია ყურშუბაძე გახლავთ. მისი ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ. 

ამჯერად, პედაგოგმა სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნა. მან სკოლის კედლები და ფანჯრები მრავალფეროვანი ნამუშევრებით გააფორმა. ამ ყველაფერმა კი, სასკოლო სივრცეს სადღესასწაულო ელფერი შესძინა. 

„დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის“,- სკოლაში პედაგოგს მადლობას უხდიან.

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203