განთიადის საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს თემატური აქტივობები მიეძღვნა
27-12-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში, ინკლუზიურ განათლებას, ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებაც ეწყობა. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესაც თემატური აქტივობები მიეძღვნა;  სკოლის დირექტორი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ქეთევან კომახიძე მოსწავლეებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა, ინფორმაცია გაუზიარა და მათი ცოდნის გაღრმავებაზე იზრუნა. 

„ეს დღე 1992 წელს, გაერომ დაარსა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან“,- სწორედ ამ საკითხის შესახებ გამახვილდა ყურადღება სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203