განთიადის საჯარო სკოლის მე-6 კლასში სპორტის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
27-12-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

ამ მიმართულებით, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა თემატური აქტივობა ეწყობა. ახალხან, მე-6 კლასში, სპორტში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა, რომელსაც მასწავლებელი რომან ცეცხლაძე უძღვებოდა. 

გაკვეთილის მიზანი შემდეგი საკითხების მიმართ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება გახლდათ:

  • რატომ უნდა ჩავება სპორტულ აქტივობაში?
  • რატომ არის საჭირო ფიზიკური ვარჯიში?
  • რატომ და როგორ უნდა ვიზრუნო ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაზე?
  • რატომ და როგორ უნდა განვივითარო ტექნიკური ელემენტები?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება თვითკონტროლისა და ორგანიზებულობის გამოვლენა ფიზიკური აქტივობების დროს?

მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203