ქვემო მახოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს გამოეთხოვნენ
18-06-2018
ქვემო მახოს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დარეჯან ბასილაძეს გამოეთხოვნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებისათვის ცხოვრებაში პირველი სასიამოვნო ეტაპი დასრულდა და მათთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.
„ღონისძიება საკმაოდ საინტერესო, ინფორმაციულად დატვირთული და სახალისო იყო, მუსიკალურ ნომრებთან ერთად მოსწავლეებმა მინი სპექტაკლები წარმოადგინეს, მაშ შორის ინგლისურ ენაზეც, რომელთა მომზადებაში მოზარდებს მასწავლებელი ხათუნა მსხალაძე დაეხმარათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების ბოლოს დაწყებითის მასწავლებელმა მოსწავლეებს ახალ საფეხურზე გადასვლა მიულოცეს და წარმატეტები უსურვეს.
სკოლა მუსიკის მასწავლებელ ლალი ქათამაძეს დახმარებისათვის მადლობას უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს