ენისლის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი ინგლისურენოვანი ღონისძიება
26-12-2024

ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებითაა გაჯერებული. 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სავსე იყო სიცილით, კომედიით და ჩარლი ჩაპლინის უსასრულო ხიბლით.

მოსწავლეებისთვის, დღე ემოციებით სავსე, დაუვიწყარი და ძალინ მხიარული აღმოჩნდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203