
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში პროექტი სახელწოდებით - „ტრადიციული სამზარეულო“ ჩატარდა, რომელშიც VI და VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა სხვადასხვა კერძის შესახებ ისაუბრეს, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და უფროსების დახმარებით მოამზადეს.
პროექტის ხელმძღვანელები მარინე აივაზიანი და ვერა ვატოიანი იყვნენ.
ეს დღე ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: