
ბათუმის N26 სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის V კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლევან თურმანიძის ხელმძღვანელობით, ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა „პეიზაჟი“. მათ გიდობას თეონა ქინქლაძე უწევდა.
მეხუთეკლასელებმა ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერეს და თავადაც შექმნეს ნახატები.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: