ბათუმის N26 სკოლის მე-4 კლასელთა „მე და საზოგადოების“ საინტერესო გაკვეთილი და მოსწავლის შექმნილი ორიგინალური რეკლამა
26-12-2024

ბათუმის N26 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, ასეთი საინტერესო და დასამახსოვრებელი „მე და საზოგადოების“ გაკვეთილი იყო, რომელიც მე-4 კლასში (კლასის ხელმძღვანელი მაია კობალაძე) ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა „რეკლამა“ იყო და მას მასწავლებელი მაყვალა დოლიძე ხელმძღვანელობდა.

მე-4 კლასის მოსწავლემ, ელისაბედ დიასამიძემ სკოლას შთამბეჭდავი რეკლამა გაუკეთა - მან ლექსი დაწერა, სადაც საუბარია იმის შესახებ, თუ რატომ უნდა აირჩიონ ბათუმის N26 საჯარო სკოლა.

გაკვეთილი ძალიან სახალისო, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს შემოქმედებით უნარებს, ხედვას უვითარებს და მოტივაციას უმაღლებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203