ნამაშევის საჯარო სკოლაში ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
26-12-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. 

იქ, 2024 წლის 25 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიება I – V კლასის მოსწავლეების მონაწილეობითა და დამრიგებლების - თვალმზისა გიორხელიძის, ნათია ბენდელიანისა და ნატო ბაბლუანის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიება მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად ლაშა მაჭარაძემ და ავთანდილ ქუთათელაძემ გააფორმეს.

ბავშვებმა ჯადოსნურ სამყაროში „იმოგზაურეს“, ძველი წელი გააცილეს და ახალ წელს ახალი იმედებით შეხვდნენ. ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებს თოვლის ბაბუამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203