
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. მოსწავლე-მასწავლებლები ახალი წლისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან. სკოლა უკვე ლამაზად, საახალწლო დეკორაციებით მოირთო.
სკოლაში, ასევე, 25 დეკემბერს ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება დაიწყო სპექტაკლ „პეპოს“ მიხედვით დადგმული წარმოდგენით, რომელიც მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ძალიან ოსტატურად და ლამაზად გაითამაშეს.
მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოების წინაშე შეასრულეს ახალი წლისადმი მიძღვნილი ულამაზესი სიმღერები, ცეკვები, იუმორისტული ნომრები და გამოკითხვები.
ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
„კიდევ რამდენიმე დღე და ახალი წელი ყველას კარზე დააკაკუნებს და სიურპრიზებით სავსე თბილ დღეებს მოგვიტანს.
არ არსებობს უფრო საყვარელი და ნანატრი დღესასწაული, ვიდრე ყველასთვის საყვარელი დღესასწაული, სასწაულებით სავსე ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ნანატრი და საყვარელი დღესასწაულია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: