
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეები წინასაახალწლო სამზადისში აქტიურად არიან ჩართულნი.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ნახატები დიდი ენთუზიაზმით შექმნეს, ასევე ფანჯრები ლამაზად მოხატეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა ხედვითა და შესაძლებლობებით სასკოლო საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.
ეს დღე მოსწავლეთათვის ნაყოფიერი, საინტერესო და ხალისიანი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ვიდეო ბმულზე