ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი საახალწლო კარნავალი 
26-12-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. სკოლაში საახალწლო ღონისძიებების კვირეული მიმდინარეობს.

კვირეული საახალწლო კარნავალით გახსნეს IV-V-VI კლასებს მოსწავლეებმა.

ღონისძიების ხელმძღვანელი ხათუნა გელაშვილი გახლავთ.

მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე წარადგინეს მრავალფეროვანი მხატვრული ნომრები და სახალისო კონკურსები. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

კარნავალის ბოლოს, მოსწავლეებმა პედაგოგ ხათუნა გელაშვილისგან მასწავლებლისგან მიიღეს სიურპრიზ-საჩუქრები.

სკოლაში, კლასის დამრიგებლებს: ხათუნა გელაშვილს, დიანა გელაშვილს და მიმოზა სიჭინავას, ასევე მოსწავლეთა მშობლებს კარნავალის სამზადისში აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203