რუსთავის N20 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა ლამაზი საახალწლო წარმოდგენა და შთამბეჭდავი ნომრები
26-12-2024

რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის წინასაახალწლო დღეებიც ნამდვილი დღესასწაულია. ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სხვადასხვა თემატურ ღონისძიებებში ხალისით ერთვებიან. 

დიდი საახალწლო ზარ-ზეიმს მე-6 კლასიც საინტერეო წარმოდგენით შეუერთდა. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი ნომერები წარუდგინეს - იმღერეს და ქართული ცეკვაც შეასრულეს.

მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს და დრო შინაარსიანად გაატარეს. სადღესასწაულო განწყობას საზეიმოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს მასწავლებელი ნინო მეზვრიშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეოები:

ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203