„კიბერბულინგი“- ბეჟანოს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
26-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.

მათ შორის, მე-10 კლასში, სამოქალაქო განათლების პედაგოგ იურა იალოიანის ხელმძღვანელობით, პროექტი - „კიბერბულინგი“ განხორცილდა.

აღნიშნულ პროექტში ასევე VII-XII კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს, თუ რა არის კიბერბულინგი, რა საფრთხეებს შეიცავს და როგორ შეიძლება მისი პრევენცია.

ამავე საკითხებთან დაკავშირებით, პედაგოგის თანამონაწილეობით, დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა პრეზენტაციები, პოსტერები შექმნეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს.

პროექტი მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეებმა კიბერბულინგის რეალური ფაქტების შესახებაც ისაუბრეს. ბოლოს კი, უკუკავშირი მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203