
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში საზეიმო განწყობაა.
ახლახან, დაწყებით კლასებში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მშობლებიც იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი ნომერები გამართეს. აღსანიშნავია, რომ მათ კიდევ უფრო გახალისებაზე სკოლაში მიწვეული თოვლის პაპა, დედოფალი და ჯამბაზი ზრუნავდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და მხიარული დღე იყო. ბავშვები კი, ბედნიერები იყვნენ.
„დიდი მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს - იურა იაილოიანს, რომ ჩვენს ბავშვებს ეს შესაძლებლობა მისცა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: