ვაჭევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ლიტერატურული საღამო მიუძღვნეს
26-12-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებლთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი.

სკოლაში გაიმართა ილია ჭავჭავაძის საღამო. მოსწავლეებმა მწერლის ცხოვრებიდან ნაკლებადცნობილი ეპიზოდები გაიხსენეს, მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს ერის მამად წოდებული მწერლის, როლი ქართული საზოგადოების მსოფლმხედველობის ფორმირებაში. 

„ილია უკვდავია!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა, რომლებიც დიდი მწერლის ღირებულებებს სრულად იზიარებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203