„სალამურას თავგადასავალი“ - ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ღონისძიება
26-12-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. სასკოლო და საკლასო გარემო მოსწავლე-მასწავლებლებმა ლამაზად, სადღესასწაულოდ მორთეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, ახალ წელთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი ღონისძიება „სალამურას თავგადასავალი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლი შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ბავშვებმა ასევე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203