იმუშავებს თუ არა ელექტრონული ჟურნალი არდადეგების პერიოდში
- ეს კითხვა პედაგოგებს მას შემდგომ გაუჩნდათ, რაც მთავრობამ ოფიციალური უქმე დღეები
გამოაცხადა.
როგორც ცნობილია 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლო დღე
27 დეკემბერია და მოსწავლეებისთვის ზამთრის არდადეგები უკვე დაიწყო, თუმცა აღნიშნული თარიღის
შემდგომ პედაგოგებს არაერთი ცვლილება შეაქვთ ხოლმე ჟურნალში, ამიტომ საკითხი მათთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აღნიშნულთან დაკავშრებით კითხვით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ელექტრონული ჟურანლი უქმე დღეების გამო არ გაითიშება და პედაგოგებს მასში მუშაობა შეეძლებათ.