
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში, ინგლისურ ენაში ღია გაკვეთილი ჩატარდა. საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილს პედაგოგი ირმა ჩაჩანიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთათვის უცხოური ენების სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: