„საშობაო ზღაპარი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში  
25-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში საახალწლო დიდი ჟრიამულია, სასკოლო გარემო სადღესასწაულო დეკორაციებითაა გაფორმებული, სასკოლო საზოგადოების განწყობაზე კი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები, შთამბეჭდავი ნომრებით ზრუნავენ. 

ამჯერად, Iბ კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში წარადგინეს სპექტაკლი - „საშობაო ზღაპარი“. 

მოსწავლეები გაეცნენ საინტერესო ლეგენდას „საშობაო ნაძვის ხის შესახებ“, და როლებით წარმოაჩინეს მნიშვნელოვანი ღირებულებები: მეგობრობა, ერთმანეთის სიყვარული და ერთობა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი მერი თამაზაშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203