ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობაა.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმზე სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, იხალისეს და იმხიარულეს.
მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
„სოლიდარობისა და მრავალფეროვნების იდეამ ჩვენი კლასი მოიცვა. ისევ დავრწმუნდით, რომ სამყარო უფრო ლამაზია, როცა ერთად ვართ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები: