
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება ახალი წლის დადგომას მოუთმენლად ელის.
ახლახან, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი გამართეს. მის ფარგლებში კი, იცეკვეს, იმღერეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
გარდა ამისა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სახალისო თამაშები სიმღერაში, ცეკვასა და ხატვაში მოეწყო.
ზეიმის ორგანიზატორი მუსიკის მასწავლებელი მარინე ხოდიკიანი გახლდათ. დღემ ძალიან სასიამოვნოდ, ნაყოფიერად ჩაიარა და მოსწავლეებისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: