
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობები განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, სკოლაში ჩრდილების თეატრის ფესტივალი გაიმართა. მის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ზღაპრები ინგლისურ ენაზე წარუდგინეს.
ისინი აქტივობებში ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, უცხო ენის ცოდნა გამოავლინეს, ახალი სიტყვები ისწავლეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: