წინასაახალწლო ჟრიამული და შთამბეჭდავი ღონისძიებების სერია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში  
25-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სადღესასწაულო განწყობა და დიდი ჟრიამულია, სკოლას საახალწლო დეკორაციები ამშვენებს, ზღაპრულ გარემოზე კი, ახალი წლის ლეგენდარული ზღაპრების პერსონაჟების კოსტუმებში, შემოქმედებითი მოსწავლეები ზრუნავენ. 

სკოლა-გიმნაზიაში გრძელდება წინა საახალწლო-საშობაო ღონისძიებების სერია, რომლებშიც მოსწავლეები დიდი სიხარულით ერთვებიან. 

ამჯერად კი, გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ბელა ოქრიაშვლი) წარადგინეს საშობაო კომპოზიცია სხვადასხვა ზღაპრებიდან, სახელად - „იყო და არა იყო რა“, სადაც ყველა უარყოფითი პერსონაჟი ნანობს ჩადენილს.

გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, ხელოვნების სკოლის დირექტორი ნანა (ციცინო) ანთაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.

ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის.

„ჩემი ანგელოზების წარმოდგენილი ტკბილ-მწარე ზღაპარი სინამდვილისა... ზღაპარი, სადაც „იყო და არა იყო რა...“
ამბობენ უფალს ყველაზე სწრაფად ბავშვის ლოცვა ესმისო...ასეც იქნება...ბედნიერ შობა-ახალ წელს გილოცავთ ჩემო პატარა მომავლებო...

„გწამდეთ უფლისა და ყველაფერი, სულ ყველაფერი კარგად იქნება!“, - ამ სიტყვებით კი, კლასის დამრიგებელმა - ბელა ოქრიაშვილმა მიულოცა თავის მოსწავლეებს დამდეგი შობა-ახალი წელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203