
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მეორე, მეოთხე და მეექვსე კლასების მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „ახალი წელი საქართველოში“ მოისმინეს, რამაც მათ სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა.
პრეზენტაციის შემდეგ, ბავშვებმა ახალი წლის თემატიკაზე არაჩვეულებრივი ნახატები თავიანთი ხელით დახატეს.
მეორე და მეექვსეკლასელებმა კი, თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს და მეოთხეკლასელებს შესანიშნავი ტექსტები წაუკითხეს.
ღონისძიების დასასრულს, ყველა მოსწავლემ საახალწლო სურვილები მთელი გულით დაწერა.
„მათი ყოველი სიტყვა იმედსა და რწმენას გამოხატავს, რომ ახალი წელი სიკეთესა და ბედნიერებას მოგვიტანს. მადლობა ჩვენს მასწავლებლებს – ციურ შავაძეს, გულნარა პაპიძესა და ნათია შაინიძეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: