
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
მოსწავლეებმა ახმეტის მუნიციპალურ თამაშებში წარმატებით იასპარეზეს და გოგონათა შორის რაიონის საკალათბურთო პირველობაზე I ადგილი მოიპოვეს.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მატნის N1 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: