ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველი და მე-3 კლასელები წინასაახალწლოდ თოჯინების თეატრს ესტუმრნენ
25-12-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებსიც დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან. 

ამჯერად,  პირველი და მესამე კლასების მოსწავლეები მათი მშობლები და პირველი კლასის დამრიგებელი ეკატერინე თედეშვილი და მესამე კლასის ხელმძღვანელი ლელა მჭედლიძე ხაშურის თოჯინების თეატრს სტუმრობდნენ. 

ვიზიტი საახალწლოდ გაიმართა და ყველაზე ზღაპრული მომენტით დაგვირგვინდა, მოსწავლეები თოვლის ბაბუას შეხვდნენ და მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„პატარებმა იმხიარულეს, გაილამაზეს ერთი დღე და საახალწლო განწყობა შეიქმნეს“, - ასე შეაფასეს დღე სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203