„ახალი წელი მოდის ქართული“ - ნაბახტევის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა 
25-12-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. მოსწავლე-მასწავლებლებმა საკლასო და სასკოლო გარემო ლამაზად, საახალწლო დეკორაციებით მორთეს.

სკოლის დაწყებითი და მე-8 კლასის მოსწავლეებმა კი 17 იანვარს სკოლაში საახალწლო ნაძვის ხე აანთეს.

24 დეკემბერს კი მათ, სკოლაში, ჩაატარეს საახალწლო ღონისძიება დევიზით, „ახალი წელი მოდის ქართული“. ღონისძიება გახსნეს მე-8 კლასის მოსწავლეებმა: მარიამ გონგლაძემ, ნუნუკა მჭედლიძემ, მარიამ ფაფაკერაშვილმა.

I, II, III, IV და V კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებაზე შესრულდა სხვადასხვა სიმღერა, ცეკვა „დავლურ-ქართული“ იცეკვეს: ბარბარე ნოზაძემ (Vკლ), ნუნუკა მჭედლიძემ (VIII კლ), ლაშა შერაზადიშვილმა (IX კლ) და მე-8 კლასის დამრიგებელმა - მაია რიჟამაძემ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღეს პირველკლასელებისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა თოვლის პაპის გამოჩენა. მან ბავშვებს დამდეგი ახალი წელის მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიების მონაწილეებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

სკოლის დირექტორმა - ელზა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს, მე-8 კლასის ხელმძღვანელს - მაია რიჟამაძეს, ასევე პირველი კლასის ხელმძღვანელს - ეკატერინე თედეშვილს, ინგა კუჭაძეს (მე-2კლასის ხელმძღვანელი), ლელა მჭედლიძე ( მე-3 კლასის ხელმძღვანელი), ციცინო ნოზაძეს (მე-4 კლასი ხელმძღვანელი), ნათია კაპანაძეს (მე-5 კლასის ხელმძღვანელი).

ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203