სკოლის ნიშნებს გავლენა ექნება უმაღლესში ჩარიცხვაზე
26-01-2025

სკოლის აკადემიური მოსწრება გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს - აღნიშნულის შესახებ მთავრობის 4 წლიან პროგრამაში ვკითხულობთ.

„პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები“, - აღნიშნულია მთავრობის 2025-2028 წლების პროგრამაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203